Artbox

Gino Paradise

N/A Facebook Messenger Global Rank

Gino Paradise - პირველი გრანდიოზული აკვაპარკი მთეეელს აღმოსავლეთ ევროპაში ! 🌞

ჯინოში წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლია დასვენება, ზამთარში დახურული აუზით სარგებლობისას არასდროს შეგცივდება, ზაფხულში კი ღია ზონების აუზებში გაგრილდები! დიდი, სარელაქსაციო აუზები, ბავშვთა წყლის პარკი ჩანჩქერით, რეგიონში ყველაზე მაღალი და სწრაფი 31 მეტრიანი ტოპოგანი 6 სხვადასხვა სასრიალო მილით და სხვა ატრაქციონები ჯინოში არასდროს მოგაწყენს, ექსტრემის მოყვარულებს განსაკუთრებით! 😳 მაქსიმალური რელაქსაციისთვის ჯინო გთავაზობთ ტალღოვან აუზს, მარილიანი და მტკნარი წყლის ვირპულებს და სხვა უამრავ აუზს ✨

არეალში განთავსებულია 10-მდე სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტი ნებისმიერი გემოვნებისთვის, რომელიც უგემრიელეს კერძებით დააკმაყოფილებს შენს შიმშილის გრძნობას. 🍟🍩

Gino Paradise ასევე გთავაზობთ Wellness და Spa ცენტრს. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს 6 სხვადასხვა სახეობის უნიკალური საუნით: რომაული, ფინური, მცენარეული საუნა „მელიის სორო“, ინფრაწითელი და გამთბარი ქვის სავარძლებით აღჭურვილი ტეპიდარიუმი სრული განტვირთვისთვის. ჯინოს სპიდან მთლიანად შეცვლილი ‘თქვენ’ გამოხვალთ, ვისაც მსოფლიო მშვიდობის სჯერა! 🍃⛲️😌

Wellness დარბაზში განთავსებულია ალექსანდრე მაკედონელისეული 24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებული სავარძელი და ლუდის ექსტრაქტით გაჯერებული „კასრი-ჯაკუზი“, სადაც რელაქსაციასთან ერთად ცივი ლუდითაც სიამოვნებაც შეგიძლიათ! 😌🍺

ჩვენს კომპლექსში ასევე განთავსებულია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ფიტნეს დარბაზი. 💪🏻 პროფესიონალთა გუნდი კი ზღაპრულ მასაჟსა და უნიკალურ სპა პროცედურებს სთავაზობს ვიზიტორებს, რომლებიც იმედგაცრუებულს არასდროს დაგტოვებთ!

ჯინოში შექმნილი თბილი და კომფორტული ატმოსფერო საშუალებას გაძლევს რომ ყოველი დღე დაუვიწყარი გახადო, ამისთვის კი მხოლოდ ჩვენთან მოსვლა გჭირდება! 😌

Chat  on Messenger  on Messenger

Need a chatbot for your business?

Explore ManyChat chatbot templates for Messenger on the Botmakers marketplace

Vote for Gino Paradise