Artbox

CDC-Creative Development Center

N/A Facebook Messenger Global Rank

კრეატიული განვითარების ცენტრი არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2014 წლის 27 თებერვალს დაარსდა. ორგანიზაციის დამფუძნებლები წარმოადგენენ საინიციატივო ჯგუფს, რომელიც 2009 წლიდან აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი ხედვა ეფუძნება გუნდს, რომელიც მზადაა მიიღოს და წაახალისოს ახალი, კრეატიული იდეები. წლების მანძილზე მიღებულმა გამოცდილებამ დაგვანახა ჩვენს საზოგადოებაში არსებული საჭიროებები, რასაც ეფუძნება ორგანიზაციის ოთხი ძირითადი მიმართულება:

✔ მშვიდობის მშენებლობა და მართვა. ✔ არაფორმალური განათლება. ✔ სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა. ✔ სოციალური არტი.

კრეატიული განვითარების ცენტრი აქტიურად იყენებს ინოვაციურ მეთოდებს საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები სპეციალიზებულნი არიან ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სიმულაციური თამაშები, ფორუმ თეატრი, ხელოვნების მართვა, სამოქალაქო ინიციატივების მართვა. ჩვენი ორგანიზაციის ტრენერებს აქვთ საერთაშორისო ტრენინგებისა და შეხვედრების ფასილიტაციის გამოცდილება; ჩვენ გვყავს მენტორთა გუნდი, რომლებიც წლების მანძილზე ეხმარებოდნენ მცირე სამოქალაქო ინიციატივების ავტორებს პროექტების განხორციელებაში კოუჩინგის და კონსულტაციის მეშვეობით; ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც გამოცდილია სიმულაციური თამაშების შექმნასა და ფასილიტაციაში; ჩვენი გვყავს პარტნიორთა ფართო ქსელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევრაზიის მასშტაბით; ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული ევროპის საბჭოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამაში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო დიალოგი და ჩართულობა უალტერნატივო ინსტრუმენტია მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. ცოდნა და უნარ-ჩვევები კი არის ძალა, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან მათ იდეებზე დაფუძნებული ახალი რეალობა. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მსგავსი ინიციატივებისა და იდეების განვითარებასა და განხორციელებას.

კრეატიული განვითარების ცენტრის კონცეფციას სრულად გაეცანით შემდეგ ბმულზე: http://cdcgeo.wordpress.com/about/

Creative Development Center is Non-Governmental, nonprofit organization that was established on 27th of February, 2014. Founders of the organization are representing initiative group that is working on different civic initiatives since 2009 in Georgia and internationally. Experience, gained through years, showed us problems existing in our community. Therefore, we have developed 4 main working directions:

  • Peace Building and management
  • Non Formal Education
  • Supporting Civic Initiatives
  • Social ART Our organization has international facilitator’s pool, which are alumni of different programs running Trainings of Trainers. We have the pool of Mentor’s and couches, experienced in mentoring small-scale community initiatives. We have team experienced in designing and implementing Simulation Games mainly concerning conflict transformation/conflict resolution. We have long-term partners in the region of Caucasus, as well as Europe our executive director is a Representative of youth peace ambassadors program in Georgia. Council of Europe organizes the program

We think that Civic dialogue and engagement have no alternative for peaceful coexistence. Knowledge and skills are the power that helps people to create new reality based on their ideas. One of the goals of our team is to support such initiatives.

To read more about our vision please visit: http://cdcgeo.wordpress.com/about-us/

Chat  on Messenger  on Messenger

Need a chatbot for your business?

Explore ManyChat chatbot templates for Messenger on the Botmakers marketplace

Vote for CDC-Creative Development Center