Brazilian Jiu Jitsu BJJ Tbilisi
ბრაზილიური ჯიუ ჯიტსუ ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ დასაბამს იღებს მიცუიო მაედასგან, რომელიც იაპონური ძიუდოს ოსტატი იყო. მაედი დზიგორა კანოს მოწაფე იყო. დზიგანო კანოსთვის ძიუდო მხოლოდ საბრძოლო ხელოვნება არ იყო. მისთვის ძიუდო იყო სპორტი, იმის საშუალება, რომ ადამიანი კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფილიყო, მეთოდი, რომლის საშუალებითაც ადამიანში ძალა და პასუხისმგებლობა ვითარდებოდა და ასევე სულიერად გაძლიერების საშუალება. საბრძოლო ხელოვნება, რომელიცაა ,,ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ“ იგივე (ზემოხსენებულ) პრინციპებს ატარებს. 1904 წელს მიცუიო მაედა მსოფლიოში სამოგზაუროდ წავიდა. ყველა ქვეყანაში, სადაც კი მიცუიო გაჩერდა, ისე არ დატოვა, რომ შეჯიბრებებში მონაწილეობა არ მიეღო. ის ხვდებოდა სხვადასხვა სტილის სპორცმენებს, მაგალითად კი: ბოქსიორებს, სავათისტებს და სხვა. 1914 წელს მაედა ჩავიდა ბრაზილიაში. მიიჩნევა, რომ ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ ტრადიციული იაპონური ჯიუ-ჯიცუს განვითარებული ,,ვერსიაა“. მაედა არასოდეს არ ვარჯიშობდა ჯიუ-ჯიცუში, მაგრამ ის სწავლობდა კოდოკან ძიუდოს, რომელიც ნაწილობრივ შეიქმნა იაპონური ჯიუ-ჯიცუსგან. თავიდან მაედა სუმოში ვარჯიშობდა, მაგრამ ძიუდოს და ჯიუ-ჯიცუს მიღწევების გამო, მან სუმოში ვარჯიში შეწყვიტა და სუმო, შეცვალა ძიუდოთი. ამასთანავე მან დაიწყო კოდოკანის სწავლა კანოსთან (კანო იყო სპორტის სახეობა ძიუდოს დამაარსებელი) უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც მაედა ჩავიდა ბრაზილიაში, გაზეთებში დაწერეს, რომ ის ჯიუ-ჯიცუისტი იყო, მაგრამ სინამდვილეში მაედა ძიუდოისტი იყო. ბრაზილიაში მაედამ გაიცნო ადგილობრივი არისტოგრატი, სახელად გასტონ გრეისი. როდესაც გასტონის 14-ტი წლის ვაჟმა, კარლოს გრეისიმ ნახა მაედას ბრძოლის ტექნიკა, მოუნდა რომ თვითონაც ესწავლა იგივე და მალე კარლუშმა, თავის ძმა ელიოსთან ერთად. ელიო ვარჯიშებისთვის ძალიან ახალგაზრდა იყო, ამასთანავე ავადდმყოფიც და მას ვარჯიში აუკრძალეს. ვარჯიშის აკრძალვის მიუხედავად ელიომ მაინც გააგრძელა ვარჯიში და სპორტის ამ სახეობის შესწავლა, თავის ძმებთან ერთად. მიცუეი მაედა 1941 წელს გარდაიცვალა. როდესაც გრეისები შეერთებულ შტატებში ჩავიდნენ, მათ სპორტის სახეობას ეწოდა ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ“ და ,,გრეისი ჯიუ-ჯიცუ“. გრეისებმა დიდ წარმატებებს ვერ მიაღწიეს. მაგალითად ელიო გრეისმა ძიუდოს რამოდენიმე შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და უმეტესობა ფრეთი დამთავრდა. ამ დროისთვის ,,ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ“ ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული, როგორც საბრძოლო ხელოვნება, მაგრამ დღესდღეისობით სპორტის ეს სახეობა ერთ-ერთი წამყვანი სახეობაა მსოფლიო სპორტში და ძალიან ეფექტურია.
We are looking to create a community of MMA, Brazilian Jiu Jitsu , Grappling ,functional training, crossfit and fitness Tbilisi Georgiacommunity , we will update on where and when we are currently training and have classes . MMA, ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ, გრაპლინგი, CrossFit და ფიტნეს თბილისი საქართველო MMA, Бразильское джиу-джитсу, Грэплингу, CrossFit и фитнес Тбилиси Грузия
Need a chatbot for your business?
Explore 862 ManyChat chatbot templates for Messenger on the Botmakers marketplace