Artbox

მარგალური ნინა - მეგრული ენა - Megrelian Language

N/A Facebook Messenger Global Rank

მეგრული ენა (მეგრ. მარგალური ნინა) ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ქართველური ენაა. მეგრული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს მიეკუთვნება. მას, ლაზურთან ერთად, ერთი ენის - ზანურის დიალექტადაც თვლიან. ამასთან, მეგრული და ლაზური უფრო ახლოსაა ქართულთან, ვიდრე თითოეული მათგანი - სვანურთან

ქართულთან ერთად, მეგრულ ენას მშობლიურ ენად თვლის 500.000-ზე მეტი ქართველი, რომელთა უმრავლესობა დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს მხარეში ცხოვრობს. სამეგრელოს მხარეში მცხოვრები 460.000 კაციდან, მეგრული ენა იცის 386.000-მა კაცმა (იუნესკოს მონაცემებით), მაგრამ მათი გარკვეული ნაწილი აღარ იყენებს ამ ენას ყოველდღიურ ცხოვრებაში. მეგრულენოვანი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ცხოვრობს აფხაზეთში (27000 კაცი), თბილისში. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ, დაახლოებით 50.000 კაცი რუსეთში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში წავიდა და დღესაც იქ ცხოვრობს.

მეგრულ ენას დამწერლობის სტანდარტი არ გააჩნია და ძირითადად საოჯახო და არაფორმალურ მეტყველებაში გამოიყენება.

მეგრული ქართული ანბანით იწერება და მასში იხმარება მხედრული ანბანის 33–ვე ასო–ბგერა, და აგრეთვე ყრუ ბგერა „ჸ„ (მაგ. ჸუდე - სახლი, ჸორადილი - დამპალი, ჸუჯი - ყური და ა.შ.) და ირაციონალური ხმოვანი „ჷ“; უძველესი შემორჩენილი ტექსტები ძირითადად ეთნოგრაფიული ლიტერატურაა. 1930-38 წლებში რამდენიმე გაზეთი, მათ შორის “ყაზახიშ’ გაზეთი”, “კომუნა”, “სამარგალოშ’ ჩაი”, “სამარგალოშ’ თუთუმი” ”მახორხალი” იბეჭდებოდა მეგრულად. მოგვიანებით ენის აღორძინებისთვის გარკვეული სამუშაო ჩატარდა. ოთარ ქაჯაიას მიერ გამოიცა მეგრულ-ქართული ლექსიკონი და მეგრულ-გერმანული ლექსიკონი (ჰ. ფენრიხთან ერთად). ასევე გივი ელიავას მიერ გამოიცა მეგრულ-ქართული ლექსიკონი. მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში კაკა ჟვანიას მიერ ნათარგმნი და გამოცემულ იქნა ”ვეფხისტყაოსანი” მეგრულად.ლაშა გახარიას, გური ოტობაიას და გიორგი სიჭინავას მიერ გამოიცა წიგნები მეგრული პოეზიით. 2000 წელს გიორგი სიჭინავას რედაქტორობით დაიბეჭდა მეგრული ლიტერატურული ჟურნალი ”ირიათონი”, ხოლო 2006 წელს გაზეთი ”მაფშალია”, რომელსაც უძღვებოდა რამაზ კუპრავა.

ენის ისტორია

მეგრული ენა ყველაზე უფრო ახლოს დგას ლაზურთან, რომელსაც ისტორიული პროცესების გამო ბოლო 1000 წლის წინ გამოეყო.

ყველაზე ძველი მეგრული ტექსტების ჩანაწერი მე-19 საუკუნეს ეკუთვნის. 1880 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე ცაგარელმა გამოაქვეყნა თავისი მეცნიერული ნაშრომი მეგრული ეტიუდები.

გრამატიკა

ბრუნება

მეგრულ ენაში არის 9 ბრუნვა: მეგრული ბრუნვების ნიშნებია:

სახელობითი - ი - კოჩი

მოთხრობითი -ქ - კოჩქ

მიცემითი -ს - კოჩს

ნათესაობითი -შ, -იშ - კოჩიშ

მიმართულებითი იშა - კოჩიშა

დაშორებითი - იშე - კოჩიშე

მოქმედებითი -ით, -თ - კოჩით

ვითარებითი -ო(თ)/-თ - კოჩო

დანიშნულებითი იშო (თ) კოჩიშო (თ)

დიალექტური დიფერენციაცია

მეგრულის მთავარი დიალექტებია:

  1. ზუგდიდი-სამურზაყანოს ან ჩრდილო-დასავლეთის დიალექტი

ზუგდიდი, ჯვარი, გალი, ოჩამჩირე

  1. სენაკის ან სამხრეთ-აღმოსავლეთის დიალექტი

სენაკი, ჩხოროწყუ

მარტვილი-ბანძა

აბაშა

Chat  on Messenger  on Messenger

Need a chatbot for your business?

Explore 3 Community chatbot templates for Messenger on the Botmakers marketplace

Vote for მარგალური ნინა - მეგრული ენა - Megrelian Language